აქ უნდა ყოფილიყო პოსტი ორ მომრგვალებულფორმებიან ქერათმიან ქალზედ, მაგრამ შესავალმა გამიტაცა
ვისაც გრძელი შესავლები, ფსიქოლოგიური წიაღსვლები და ბუნების აღწერები არ გიყვართ, დაიწყეთ კითხვა პირდაპირ იმ აბზაციდან, რომელიც ამ ინტრიგნული სათაურის კვანძს გახსნის, დანარჩენები _ მომყევით (ეს დასაწყისი სპეციალურად არ წავშალე, იმის წარმოსაჩენად, როგორ თავის ნებაზე გვატარებს წერის დინება, თუმცაღა სათაური შეიცვალა და ორი მომრგვალებულფორმებიანი ქერა ქალის ამბავიც გადაიდო):
რა თქმა უნდა, არსებობს ცხოვრებაში სულ რამდენიმე შემთხვევა, როცა პლანეტათა ცინიკური განლაგების წყალობით, მოგეჩვენება, რომ იპოვე ის მრწამსი, რომელზედაც მთელ დარჩენილ ცხოვრებას ააგებ _ რასაკვირველია, ამ დროს არ იცი, რომ მთელ შენს ძალისხმევას საბედისწერო შეცდომისაკენ მიმართავ _ ეგ არაფერი, ნებისმიერი სხვა გზით წასულიც ზუსტად იმდენადვე შემცდარი იქნებოდი. ჰოდა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ამ ფრაზათაგანი ასე ჟღერდა დაახლოებით (ზუსტი ციტატა არაა, მასეთი მეწვრილმანეც არ გეგონოთ ერთი ფრაზის გულისთვის, ჯერ თომას მანის მოთხრობების კრებული მოვძებნო, მერე _ ,,ტონიო კროგერი” და მერე კიდევ მთელი იმხელა მოთხრობა გადავიკითხო, რომ ის ერთი კინკილა წინადადება ვიპოვო შიგ და ზუსტად მოგართვათ _ მთავარი ფრაზის სიზუსტე კი არა, ისაა, მე როგორ აღვიქვი. თუ არ მეთანხმებით, ინსტრუქცია გამომტყუეთ უკვე და ციტატაც თავად ნახეთ): მკითხველმა რომ იცოდეს, მისი საყვარელი ნაწარმოებები რამხელა სიბინძურის გადამუშავების შედეგად იქმნება, ლიტერატურას ახლოს არ გაეკარებოდაო. გარდატეხის ასაკი მქონდა (აქ დაკვირვებულმა მკითხველმა უნდა შენიშნოს, რომ ჯერ კიდევ 13-14 წლისა ვისრუტავდი თომას მანს) და მეპატიება, თუ მიზნად დავისახე, ხელმისაწვდომი მასშტაბებით ახლოდან მენახა, მაინც როგორი ადამიანები ქმნიან ლიტერატურას.
როგორღაც ბავშვობიდანვე ისე განვვითარდი (ფროიდისტებო, დაეტიეთ თქვენს ტყავში), რომ ცხოვრება ჩემთვის ისევე არის ლიტერატურის შემადგენელი ნაწილი, როგორც სხვებისთვის _ ლიტერატურა - ცხოვრების. გამოვდივარ ხოლმე დილით ლანდშაფტში, ვხვდები პერსონაჟებს და მერე სიუჟეტიც იწყება. პორტრეტი ჩემი სისუსტეა: ადამიანები ყველგან _ ,,სამგორის” მეტროს ჯურღმულში, თუ _ უნივერსიტეტის მარმარილოს კიბეებზე, ყირაზე გადასული ბავშვები _ ,,მაკდონალდსის” დაბადების დღის ცენტრში (როგორი მინდა მე _ ტანსაცმელივით ვარჩევ); ათასგვარი ნიჭით გამორჩეული მოწაფე _ (ვცდილობ, არ შემატყოს, როგორი მოწიწებით ვუყურებ); ახლადთმაშეღებილი და ბრჭყვიალამანიკურწასმული სლავი გოგონა სილამაზის სალონიდან _ (ეჭვიანი ქმარი მხოლოდ სალონში რომ უშვებდა); ლურჯთვალა პირქუში ქირურგი, რომელმაც სიცოცხლის აზრი შემინარჩუნა (მადლობა რომ ვუთხარი, მოულოდნელად გული აუჩუყდა); მეგობარი, რომელიც ურცხვად მატყუებს (საუკეთესო ნედლეული დაკვირვებისათვის); სუქანა და ხითხითა უაღრესად სერიოზული საკითხების მკვლევარი ქალბატონი (რომელმაც ენამოსწრებულად შემარქვა გოგო-პიტკინი) _ ყველა ისე მიღიზიანებს ცნობისმოყვარეობას, როგორც ნესტოებს _ გაზქურაზე შემოდგმული ახალი ტყემლის საწებლის სუნი. მათი გაცნობა, შეცნობა, დახარისხება, იარლიყის მიწებება ჩემი საყვარელი საქმიანობაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა ზოგიერთი მათგანის შეყვარება.
ჰო, რაც შეეხება ლიტერატორებს, განსაკუთრებული ხალხია, ცოდვას ვერ ვიტყვი. ყველაზე მეტად გვანან პერსონაჟებს, თითქმის ყოველთვის ან ცხარე კეჩუპმოსხმულნი არიან, ან _ შოკოლადის მუსით გაგემრიელებულნი, მოკლედ, უგარნირო, მშრალად მისართმევ ლიტერატორს იშვიათად თუ შეხვდები _ ძირითადად, ყველა ჟულიენ სორელს წააგავს და რაღაც ნახევრადრეალურ კლასიფიკაციურ დიაგრამაში გამუდმებით ნიშნავენ თავიანთ ადგილმდებარეობას. აპ, არავითარი ქართული სენი, აგერ ამერიკელ დაიან ვუდ მიდლბრუკს მოვუსმინოთ, თუ გნებავთ:
,,პლათი ქილიკობდა საკუთარ ამბიციურობაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ყურადღებით აკვირდებოდა აქაურ ,,მეტოქეებს” და საკუთარი წარმატების შანსებს ანგარიშობდა. იგი განსაკუთრებით მკაცრად განიკითხავდა ქალებს, მისივე სიტყვებით ,,ეს სრულიად სამართლიანი ღვარძლი იყო უფრო კარგი პოეტისა იმ ქალთა მიმართ, რომლებსაც კარგი პოეტის მხოლოდ სახელი ჰქონდათ.”

ლოუელის მსგავსად, პლათსაც ჰქონდა დიდი პოეტების საკუთარი ნუსხა და დროგამოშვებით, განსაკუთრებით შემოქმედებითი ნაყოფიერების ეტაპის დასასრულს, საკუთარ თავს იმით აჯილოდოვებდა, რომ ამ სიაში უფრო მაღალ ადგილს მიუჩენდა ხოლმე. ,,მე თავხედი ვფიქრობ, რომ ჩემი ლექსები უფლებას მაძლევს ამერიკელ პოეტად ვიწოდებოდე (ხოლო ტედი კი ინგლისისა და მისი დომინიონების პოეტი იქნება). და ვინ არიან ჩემი მეტოქეები? კარგი, წარსულიდან: საფო, ელისაბედ ბარეტ ბროუნინგი, ქრისტინა როსეტი, ემი ლოუელი, ემილი დიკინსონი, ედნა სენტ უინსეტ მილეი _ ესენი ყველანი უკვე დაიხოცნენ.
თანამედროვეები: ედიტ სითუელი და მერიენ მური, ეს ბუმბერაზები უკვე ასაკოვანნი არიან და პოეზიის ქალღმერთი ფილის მაკგინლი არ ითვლება _ იგი გაიყიდა. უფრო მეტად: მეი სვენსონი, იზაბელა გარდნერი და ყველაზე უფრო ედრიენ სესილ რიჩი _ რომელსაც მალე გავახუნებ ამ რვა ახალი ლექსით.”
ჰოდა, ასე: მერე, როგორც წესი, ამ ლიტერატურულ დიაგრამას ლიტერატურა სულ უფრო და უფრო აკლდება და მეტი დიაგრამა რჩება, რომელსაც აქვს მწერვალი თუ წვეტი, რა ვიცი. . .
მაგრამ ეს ყველაფერი ფონია, ფონი რამდენიმე ადამიანისთვის, რომლებსაც შეიძლება უხეიროებიც კი ვუწოდოთ, ერთი შეხედვით, რადგან ვერ იპოვნეს თვითგადარჩენის და თვითგამოხატვის სხვა გზები, ,,ვერც გამდიდრდნენ, ვერ გალოთდნენ და ვერც დაიხოცნენ” და ჯერ კიდევ ლიტერატურას შემორჩენიან თავფეხიანად.
მე მათ შორის ყველაზე მეტად მთარგმნელები მომწონს, რამდენიმე მიზეზის გამო (ვიგინდრობა იქნება თქვენი მხრიდან ამ ჩამონათვალში ჩემი ირიბული თავის ქების ამოკითხვა):
მათი საქმიანობა თავისთავად გულისხმობს თავმდაბლობას _ ვერასოდეს იქნები პირველი, მთელი ცხოვრება უნდა დაფათურებდე შენი რჩეულების სულში, ქურუმივით მიგქონდეს ,,ღვთაების” სიტყვა ხალხამდე;
მთარგმნელის საქმიანობა თავისთავად გულისხმობს პროფესიის თავგანწირულ სიყვარულს _ ამას ვერ აგიხსნით, თვითონ სცადეთ თარგმნა და მიხვდებით;
კარგი მთარგმნელი აუცილებლად გაწონასწორებული და დაბალანსებულია _ მას აუცილებლად მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს, უზადო ლიტერატურული გემოვნება და მოთმინების უნარი. ხელოვანის სარგო შემოქმედებითი ნიჭი და მკვლევრისთვის დამახასიათებელი მეცნიერული ალღი და გამჭრიახობა.
და კიდევ, უბრალო დაკვირვების საკითხია, ჩემი ნაცნობი კარგი მთარგმნელები (გულწრფელად კეთილგანწყობილ ნაცნობობასა და უანგარო დახმარებაზე ისინი უარს არასოდეს ამბობენ) თითქმის ყოველთვის ამავდროულად ძალიან კარგი, სადა და საინტერესო ადამიანები არიან _ ჰოდა, მეც მათზე დავწერ.
პირველად კი დავწერ ორ მომრგვალებულფორმიან ქერათმიან ქალზე, რომელთა შესახებ თხზვაც დავიწყე კი ამ პოსტში, მაგრამ მერე შესავალმა გამიტაცა...

No comments:
Post a Comment