ლექსო პაპა და ვახუშტის ბიძაშვილი, ცნობილი ენათმეცნიერი და ცნობილი ენამწარე შინაბერა, იათო კოტეტიშვილი, კარგად შეხუმრებულები იყვნენ. ლევან ღვინჯილიამ იმ წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაანაწილეს სამუშაოდ. ლექსო პაპამ უთხრა, ერთი ქალი ვიცი, ატრიალებს მაგ ინსტიტუტს, იმ ქალთან წერილს გაგატან და უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემსო. წაიღო ლევან ღვინჯილიამ დალუქული კონვერტი, გახსნა იათომ და წაიკითხა ,,რეკომენდაცია":
,,კოტეტიაანთ იამზეს
ჭინჭარაულის მუქარა:
შე უქმარ-უქნარ-უქნარა
ამ ყმაწვილს არა უქნა რა!"